საზოგადოება
19.05.2026 14:35
შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას თეიმურაზ ლომთაძე უხელმძღვანელებს
შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის პოსტი თეიმურაზ ლომთაძემ დაიკავა.

ახლადდანიშნული ხელმძღვანელი თანამშრომლებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარუდგინა. გიორგი გვარაკიძემ თეიმურაზ ლომთაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილება შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

თეიმურაზ ლომთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
კვირის ამბები