სპორტი
19.05.2026 12:14
ბათუმში გამართულ ტურნირზე გორელებმა თექვსმეტი საპრიზო ადგილი დაიკავეს
ფარვიზ გაგუას ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა რვა პირველი, ოთხი მეორე და ოთხი მესამე ადგილი დაიკავეს.

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრს ბათუმმა უმასპინძლა. ტურნირში 2012-2013 და 2014-2015 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება შედეგებს, გორელთა მიერ მოპოვებული მედლებიდან თერთმეტი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, ხუთი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენთა ანგარიშზეა.

ტურნირის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ნიკოლოზ ბერიანიძე (26 კგ.), დაჩი კარელიძე (29 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (32 კგ.), აივაზ ემინოვი (35 კგ.), გაბრიელ ჩინჩრიკი (45 კგ.), ტატო ცხაოშვილი (57 კგ.) და საბა ვართანიანი (75 კგ.) გახდნენ.

ვერცხლის მედალს დანიელ გალეგაშვილი (29 კგ.), ანდრია მახარაშვილი (32 კგ.), დემეტრე ინაური (35 კგ.) და ჯეკო მინდიაშვილი (42 კგ.) დაეუფლნენ. ბრინჯაოს პრიზიორები კი გიორგი კარელიძე (35 კგ.), ნიკა პარასკებაშვილი (41 კგ.), გიორგი ჭიღლაძე (44 კგ.) და გიორგი გელიაშვილი (48 კგ.) გახდნენ.
კვირის ამბები