სპორტი
19.05.2026 12:10
საერთაშორისო ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა თხუთმეტი მედლით დაასრულეს
თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს. გორელებმა შეჯიბრი ექვსი პირველი, ოთხი მეორე და ხუთი მესამე ადგილით დაასრულეს.

საბა რომელაშვილი (45 კგ.), ნიკოლოზ კაჟაშვილი (50 კგ.), ზვიად სკარიბოვი (57 კგ.), ლუკა მაისურაძე (60 კგ.), აკაკი კურტანიძე (63 კგ.) და ნიკოლოზ ხუბულური (67 კგ.) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

მეორე ადგილზე ავთანდილ მწარიაშვილი (23 კგ.), ავთანდილ შავშიშვილი (35 კგ.), ნუგია ჯოხაძე (40 კგ.) და საბა მელითაური (55 კგ.) გავიდნენ.

ბრინჯაოს მედალი კი საბა წერეთლის (50 კგ.), საბა წარიაშვილის (55 კგ.), ილია ფიფიას (60 კგ.), ნოდარ ლაფაჩის (65 კგ.) და დათო მუმლაძის (70 კგ.) ანგარიშზეა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.
კვირის ამბები