გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. გიორგი ერისთავის „ძუნწს“ მაყურებელს რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი წარუდგენს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფომაციით, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია და კოსტიუმები რევაზ შატაკიშვილს ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე სოფი დრულევია. სპექტაკლში კი თორნიკე ბასიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, დალი ნათელაშვილი, ზურა პავლიაშვილი, მზიკა ტურაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
სპექტაკლზე რეპეტიციები უკვე დაწყებულია, საპრემიერო ჩვენების თარიღს ახლო მომავალში დააანონსებენ.