სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი; საოჯახო მედიცინა; ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია; ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები; ბავშვთა ნევროლოგია; ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია; ბავშვთა გასტროენტეროლოგია; ბავშვთა ენდოკრინოლოგია; ბავშვთა ნეფროლოგია; ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია; ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია; ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა ქირურგია; ბავშვთა ტოქსიკოლოგია; ბავშვთა ფსიქიატრია; შინაგანი მედიცინა; სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სამოტივაციო წერილი.
გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ანაზღაურება 960 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 23 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 15 სექტემბერია მითითებული.