საზოგადოება
18.05.2026 15:47
„ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე“ - გორის მეცხრე საჯარო სკოლის გუნდმა კომიქსების კონკურსში გაიმარჯვა
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა კომიქსების კონკურსის - „ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე“ გამარჯვებულია.

ნინი ლომიძის და მარიამ სახიაშვილის გუნდი - „ციფრული შუქურა“ (მასწავლებელი/მენტორი: ნინო ლომიძე; კლასის ხელმძღვანელი: თამარ ილურიძე) ჟიურის რჩეული გახდა.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ.

კონკურსი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით და ორგანიზებით, ასევე საქართველოს ბანკის და ბაზისბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებაში 2-4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, თითოეულ გუნდს ერთი მენტორი ან მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.
კვირის ამბები