ქარელში გამართულ ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს
ხუთი მედლით დაასრულეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ქარელის მერიის თასი.
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრში 2012-2013 და 2014-2015 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება შედეგებს, ტურნირის გამარჯვებული ტატო ცხაოშვილი (57 კგ.) გახდა. დემეტრე ინაურმა (35 კგ.), ჯეკო მინდიაშვილმა (41 კგ.) და გიორგი ჭიღლაძემ (44 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვეს. დაჩი ცხაოშვილმა (32 კგ.) კი ქარელის მერიის თასი მესამე ადგილით და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.