საზოგადოება
17.05.2026 16:51
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღის აღსანიშნად, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გორში შეიკრიბა
მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატისვისცემის დღე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ქრისტიანისთვის, მართლმადიდებლისთვის, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მსახურება აღესრულა.

მრევლთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსახურებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

მსახურების დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, აღდგომის სახელობის ტაძრიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო.

,,მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატისვისცემის დღე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ქრისტიანისთვის, მართლმადიდებლისთვის. უკვე ტრადიციულად, ამ დღეს, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან იკრიბება მრევლი გორში. გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირებმა აღასრულეს მსახურება და შემდგომ მოეწყო ლიტანიობა - საზეიმო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღე ჩვენი ეკლესიის მრეევლს, სრულიად საქართველოს და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.
კვირის ამბები