კულტურა
15.05.2026 16:51
„ალუდა“ - ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გორის თეატრში დღეს წარმოდგენას გამართავს
დღეს, 15 მაისს, ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოდგენას გორის თეატრში გამართავს.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება და მაყურებელი ვაჟა ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურის" მიხედვით დადგმულ ნანა (ნანუკა) ხუსკივაძის რეჟისორულ ნამუშევარს - „ალუდა“ იხილავს.

წარმოდგენაში გიორგი ტაბიძე, ბუკა ღლონტი, ოთარ აშკარელი, ლევან გაბრავა, მანანა აბრამიშვილი, ანი ამინაშვილი, თეკლა სულაქველიძე, ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე, ლაშა წიფლაშვილი, ნინო დვალიშვილი, მარიამ მაისურაძე, გიორგი გელაშვილი, დათა ხუნაშვილი, ბექა პაპუნაშვილი და მია დარეჯანაშვილი მონაწილეობენ.

დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა გორის თეატრის სალაროში (ტელ: 0370 27 79 32; 577 39 03 50) შეუძლიათ.
კვირის ამბები