2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან 11.3 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 8.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 11%-ით (1.1 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 32%-ით (2.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობამ 21 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე მარკეტინგულ წელს ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ კი 15.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 90%-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს.