ქვეყნის მასშტაბით, 17 ნაგავსაყრელს და 1 გადამტვირთავ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის საკითხის განხორციელების გეგმის განხილვას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი დაესწრო.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში ჩატარდა და როგორც აღინიშნა, ქვეყნის მასშტაბით, ჩვიდმეტ ნაგავსაყრელს და ერთ გადამტვირთავ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ორი ნაგავსაყრელი კი დაიხურება. სამუშაოები როგორც ნარჩენების განთავსების ადგილების რეაბილიტაციას, ასევე ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განახლებას: შიდა გზების და განათების მოწყობას; ნაგავსაყრელებზე მდებარე ჯიხურების თუ სხვა დამხმარე ნაგებობების კეთილმოწყობას გულისხმობს.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.