ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 132-ე შეხვედრა გაიმართება
გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 132-ე შეხვედრა გაიმართება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ. მსჯელობა შედგება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით.