საზოგადოება
13.05.2026 15:20
საქაშეთის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება და ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ანაზღაურება 390 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 28 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
კვირის ამბები