საზოგადოება
13.05.2026 15:19
დაგროვებითი პენსიით 31 286-მა პირმა ისარგებლა
საქართველოს საპენსიო ფონდმა 30 აპრილის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 735 ათასი ადამიანია. 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით კი დაგროვებითი პენსიით 31 286-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 153,2 მილიონი ლარი გაიცა.

„აპრილის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.
კვირის ამბები