სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - რას ითვალისწინებს სიახლე
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება.
სიახლე „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამას ეხება, რომლის ფარგლებშიც ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.
„სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პროგრამების განვითარება პაციენტების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მსგავსი ინიციატივები მომავალშიც განხორციელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.