გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.
„გზის ერთ კილომეტამდე სიგრძის მონაკვეთზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული მონაკვეთი სოფლის ცენტრს ავტომაგისტრალთან აკავშირებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.