11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ელჭექი, ზოგან ნავარაუდევია სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
რაც შეეხება გორს, აღნიშნული 3 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია არასტაბილური ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსი დაფიქსირდება.