საზოგადოება
11.05.2026 11:12
„ქართლის“ სტადიონის ტერიტორიაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
გორში, „ქართლის“ სტადიონის ტერიტორიაზე, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ახალი სივრცე შენდება, სადაც გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელების და შეხვედრების ოთახები განთავსდება. სპორტული ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება. პროექტი, ასევე ითვალისწინებს არსებული სტადიონის რეაბილიტაციას და ახალი სპორტული მოედნების მოწყობას.

„ქართლის“ სტადიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

„გორის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ფეხბურთის სკოლაში ათასზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანია სპორტსმენების და სტუმრებისთვის შევქმნათ მეტად კომფორტული სივრცე და გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, რაც ფეხბურთის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
კვირის ამბები