საზოგადოება
11.05.2026 11:03
დღეს საქართველოს პატრიარქს აირჩევენ

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1 200-მდე დელეგატი დაესწრება.

როგორც გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა ანდრიამ აღნიშნა, დღეს არის ეპოქალური მოვლენა.

„დღეს ვირჩევით კათოლიკოს-პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მისვლა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კვირის ამბები