კულტურა
08.05.2026 10:41
გორის კულტურის ცენტრთან არსებული რაიონის შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელთა მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართა
„ფერადი გაზაფხული“ - გორის კულტურის ცენტრთან არსებული რაიონის შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელთა მონაწილეობით საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო და მონაწილეებმა დამთვალიერებელს მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები წარუდგინეს.

„წარმოდგენილი იყო საინტერესო საკონცერტო ნომრები, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ნიჭს და შემოქმედებით პოტენციალს. აღნიშნული ღონისძიებაც მიზნად ისახავს მონაწილეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, კულტურული აქტივობების ხელშეწყობას და მოზარდებში ხელოვნების პოპულარიზაციას“, - აღნიშნეს საღამოს ორგანიზატორებმა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

საღამოს დასასრულს, „ფერადი გაზაფხულის“ მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
კვირის ამბები