საზოგადოება
08.05.2026 10:11
პარაზიტების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
ტკიპების პარაზიტების გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში სპეციალური სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

„ტკიპების და სხვა პარაზიტების გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს სრული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. სამუშაოების მიზანს, კი როგორც სააგენტოში დასაქმებული პირებისთვის, ასევე ბინადარი ცხოველებისთვის სუფთა და დაცული გარემოს შექმნა წარმოადგენდა“, - აღნიშნეს შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში.
კვირის ამბები