„ალუდა“ - ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გორის თეატრში წარმოდგენას გამართავს
15 მაისს, ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოდგენას გორის თეატრში გამართავს.
მაყურებელი ვაჟა ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურის" მიხედვით დადგმულ ნანა (ნანუკა) ხუსკივაძის რეჟისორულ ნამუშევარს - „ალუდა“ იხილავს.
წარმოდგენაში გიორგი ტაბიძე, ბუკა ღლონტი, ოთარ აშკარელი, ლევან გაბრავა, მანანა აბრამიშვილი, ანი ამინაშვილი, თეკლა სულაქველიძე, ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე, ლაშა წიფლაშვილი, ნინო დვალიშვილი, მარიამ მაისურაძე, გიორგი გელაშვილი, დათა ხუნაშვილი, ბექა პაპუნაშვილი და მია დარეჯანაშვილი მონაწილეობენ.
სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება. დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა გორის თეატრის სალაროში (ტელ: 0370 27 79 32; 577 39 03 50) შეუძლიათ.