საზოგადოება
05.05.2026 12:00
საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, მეორე ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა 5 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 5 მაისს დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: biletebi. Ge-ზე შეუძლიათ.
„გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს.

ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ადმინისტრაცია ავრცელებს.
კვირის ამბები