გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის სააგენტომ, ტრადიციულად, გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს როგორც ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, ისე სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები, გათიბეს ბალახი.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ხვალ, 6 მაისს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამატებით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება იგეგმება.