საზოგადოება
04.05.2026 17:16
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდენტურ ფესტივალში 2026“ მონაწილეობენ
რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა „სტუდენტური ფესტივალი 2026“, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ერთ სივრცეში გააერთიანა.

როგორც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, გორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწერებულების სტუდენტები ფესტივალში აქტიურად ჩაერთნენ და მონაწილეობა მიიღეს რაგბის, მკლავჭიდის, ასევე ინტელექტუალური თამაშების (ჭადრაკი, შაში, ნარდი) როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ პაექრობებში.

„ფესტივალის მიზანია, შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის წახალისებას და მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელებას.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღირსეულად იასპარეზეს სხვადასხვა დისციპლინაში, თითოეულ მიმართულებაში მაღალი პროფესიონალიზმი, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს“, - აღნიშნეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

„სტუდფესტი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით, თბილისის, რუსთავის მერიის და საქართველოს სტუდენტური ასოციაციების ორგანიზებით ტარდება.
კვირის ამბები