საზოგადოება
04.05.2026 15:28
შიდა ქართლის რეგიონმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-17 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT 2026“ მიიღო მონაწილეობა.

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა სტუმრებს ნამუშევრები წარუდგინეს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ თიხის ძერწვის, წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადების, ასევე თონეში პურის და ნაზუქის ცხობის მასტერკლასებში.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერები და ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში 90-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. რაც შეეხება მიზანს, საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული მიმართულებების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა.
კვირის ამბები