საზოგადოება
01.05.2026 17:04
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს სოფელ თორტიზაში, სადაც 800-მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც საავტომობილო გზის საფარის, ისე ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება. უკვე დასრულებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ამ ეტაპზე კი ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე სოფელ თორტიზაში სკვერიც დაათვალიერეს, სადაც უკვე ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო სივრცეა განთავსებული. აღნიშნული სამუშაოების გარდა, სოფელ რეხაში, საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.
კვირის ამბები