საზოგადოება
01.05.2026 16:43
გორელმა მარიამ ჯალაღანიამ სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა
გორელი მარიამ ჯალაღანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიანტია. მარიამს სახელმწიფო სტიპენდია წარჩინებული სწავლისთვის მიენიჭა.

მარიამ ჯალაღანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მან ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა და შემდგომ ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.
კვირის ამბები