საზოგადოება
01.05.2026 15:43
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში რუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ.

სააგენტოს დირექტორმა ბექა გიუნაშვილმა სტუმრებს მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საოპერაციო ბლოკი და ის ვოლიერები დაათვალიერეს, სადაც ცხოველები საკარანტინე და პოსტოპერაციულ პერიოდს გადიან.

„სააგენტოში სტუმრობისას მოსწავლეებმა არაერთ მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღეს ინფორმაცია. რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია და ა.შ.“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები