პროექტის - „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 1-ელ მაისს დაიწყო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.პროექტში მონაწილეობა კი საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), კომპიუტერული ტექნოლოგიების და სხვა საგნების იმ მასწავლებლებს შეუძლიათ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEAM სწავლებით.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე (მასწავლებლის სახლი) მითითებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ.
„პროგრამის მიზანი, STEAM მიმართულებით ცოდნის გაღრმავების გზით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტში ჩართულიი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები.
სასწავლო პროცესში პედაგოგები გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და სხვა საინტერესო თემებზე ინტეგრირებულ STEAM პროექტებს განახორციელებენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა საკონკურსოდ შექმნილი პროექტების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები. რეგიონულ ტურებზე შეფასების შედეგად შერჩეული საუკეთესო პროექტები კი წარდგენილი იქნება მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.
სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.