საზოგადოება
01.05.2026 12:23
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდა.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თამარ მემანიშვილმა გამოსაცდელებს საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მონაწილეებს დეტალურად განემარტათ გამოცდებზე რეგისტრაციის ეტაპები, ვადები და პროცედურული თავისებურებები.

„აბიტურიენტებთან შეხვედრაზე რეგისტრაციის პროცესში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები განიხილეს, მათ შორის მონაცემების არასწორად შევსება, საგნების არასწორი კომბინაცია და საფასურის გადახდის ვადების დაუცველობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის სტრატეგიასა და პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრაზე. საუბარი შეეხო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესსაც , რომელიც განაცხადში პროგრამების თანმიმდევრობას ეფუძნება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იმოქმედონ გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრონ საკუთარი მიზნები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრას, რაც საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დასაერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online. naec .ge შეუძლიათ.
კვირის ამბები