დიდი 10-ის ლიგაში დასარჩენად, ორმატჩიანი დაპირისპირების მეორე თამაშს გორის სარაგბო კლუბი „გორი“ თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა კვირას, 3 მაისს, 16:00 საათზე დაიწყება და გორის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.
კლუბის მიერ გავრცელებულია ინფორმაციით, მატჩი საქველმოქმედოა. შეკრებილები 6 წლის დემნას დასახმარებლად გაერთიანდებიან, რომელსაც ადრენოლეიკოდისტროფიის დაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება (ღირებულება დაახლოებით 200 000 ევროს შეადგენს).
„ზოგი ბრძოლა ქულებით არ იზომება, ზოგი ბრძოლა სიცოცხლისთვისაა. დემნა ბრძოლას მარტო ვერ მოიგებს და კვირას, 3 მაისს, ვიკრიბებით ერთი მიზნისთვის - დავუდგეთ პატარა დემნას გვერდში და ერთად დავდოთ გამარჯვების ლელო. მოსულ გულშემატკივარს სტადიონზე დახვდება დონაციის ყუთები და სურვილის შემთხვევაში გაიღებს თანხას“, - აღნიშნულია სარაგბო კლუბ „გორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.