საზოგადოება
01.05.2026 12:19
ქალაქის მასშტაბით დასუფთავების აქცია გრძელდება
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.

ამ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით დასუფთავების აქციებს მართავენ. საერთო სარგებლობის სივრცეების, ტროტუარების და სანიაღვრე არხების გაწმენდასთან ერთად, მოირეცხა მიწისქვეშა გადასასვლელები და ქვაფენილი. სარეველა ბალახის საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით დამუშავდა გზის ფეხით სავალი ნაწილიც.

„სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული ღონისძიებების გარდა, სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთ სამუშაოს ახორციელებენ. სოფლებში გაიწმინდა სამელიორაციო არხები. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გორში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში ითიბება ბალახი, სარეველა მცენარეების წინააღმდეგ მიმდინარეობს ტერიტორიების დამუშავება. ნარგავების შემობარვასთან ერთად, ხდება სასუქის დაყრაც“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები