Solid Group-ს და საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ამაგს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ვეტერინარიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს
Solid Group-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ამაგში“ ვეტერინარებისათვის და ვეტერინარი ტექნიკოსებისათვის
შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იყო სპეციალიზებული პრეზენტაცია, რომელიც ვეტერინარიაში თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას მიეძღვნა.

ღონისძიება ჩატარდა Bionote-ის ინოვაციური ვეტერინარული დიაგნოსტიკური სისტემების წარდგენით.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოველთა ჯანმრთელობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერინარები, სფეროს სპეციალისტები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ვეტერინარული მედიცინის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლის წარმოჩენა და პროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარება.
კოლეჯსა და კომპანიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ვეტერინარიის პროგრამის განვითარებას და ინოვაციური ტექნიკის დანერგვას სწავლებაში.
მემორანდუმის მხარეებს წარმოადგენენ ,,სოლიდ გრუპის“ ხელმძღვანელი სულხან გიორგაძე და ,,ამაგის“ დირექტორი სოფიო სუხიშვილი.

R