
კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე - „მომავლის ვარსკვლავები“ ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა კვარტეტმა პირველი ადგილი დაიკავა.
ღონისძიების ფარგლებში, გალა კონცერტზე ანა ელბაქიძემ, ამიკო ბადაშვილმა, გიორგი ტერტერაშვილმა და ზურაბ ხერხეულიძემ ანტონიო ლაუროს „ვენესუელური ცეკვა” შეასრულეს. დაჯილოვდა გიტარისტთა კვარტეტის პედაგოგიც. თამარ გიუნაშვილს წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დიპლომი გადაეცა.
„კონკურს-ფესტივალში გამარჯვება ჩვენთვის დიდი სტიმულია. დაუღალავი შრომის შედეგად შევძელით და დავიკავეთ პირველი ადგილი. მოსწავლეებს მიენიჭათ ლაურეატის წოდებაც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეტი შემართებით ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები კიდევ გავახაროთ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა თამარ გიუნაშვილმა.
კლასიკური მუსიკის კონკურს-ფესტივალზე გორელი ხელოვანები - თეკლა ბუზალაძე (პედაგოგი: ქეთევან გრძელიშვილი); ანასტასია წკრიალაშვილი (პედაგოგი: ლამარა ბარამიძე) დაანა ქებაძეც (პედაგოგი: ქეთევან გრძელიშვილი) მონაწილეობდნენ.
„მომავლის ვარსკვლავები“ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.