ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შიდა ქართლში 22 ჰა-მდე ფართობზე ტყის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, 2026 წლის მონაცემებით, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 1 731 657 ჰა ფართობი. აქედან კი, შიდა ქართლის რეგიონი 101 228 ჰა-ს მოიცავს.
„შიდა ქართლის ტყეები უნიკალურია არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ ადამიანის მიერ შექმნილი ელემენტების შერწყმით, რაც მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ღირებულებას სძენს. აღნიშნულ რეგიონში ფართოდ გავრცელებულია მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, წიფელი და ფიჭვი.
სატყეო რეფორმის ფარგლებში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს ტყის აღდგენითი სამუშაოები, რაც სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აცხადებენ უწყებაში.