ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები 15 ივლისიდან დაიწყება და China Eastern Airlines-ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში სამჯერ შეასრულებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, თბილისი-შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლების გენერირებას.