საზოგადოება
27.04.2026 15:21
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.

კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები იმართება.

წელს, იმუნიზაციის კვირეული მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

კვირეულის ფარგლებში,  ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს მედიცინის მუშაკებთან და საბავშო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან.

საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მშობლების არაერთ კითხვას უპასუხეს და შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და იმუნიზაციის თანამედროვე გაიდლაინებზე.

ინფორმაციისთვის, საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

კვირის ამბები