საზოგადოება
24.04.2026 13:12
გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება
გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება და რეგულარულ ოპერირებას ანახლებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე 15 ივნისიდან შეასრულებს და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა.
კვირის ამბები