საზოგადოება
24.04.2026 12:19
მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი ფსიქოლოგის სპეციალისტის შტატზე შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში და ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოდილება;

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ენობრივი, სამეტყველო და კომუნიკაციური უნარების სწავლების გამოცდილება; გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე და ინკლუზიური განათლების სფეროში; გააჩნია განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება ან ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, ენისა და მეტყველების სპეციალისტის სამედიცინო განათლება აქვს.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 8 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. რაც შეეხება ანაზღაურებას, 500-550 ლარია.
კვირის ამბები