საზოგადოება
24.04.2026 12:17
„გაეროს მოდელირება“ - პროექტი ახალგაზრდებისთვის
ახალგაზრდობის სააგენტომ პროექტში - „გაეროს მოდელირება“ მონაწილების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა 14-18 წლის ახალგაზრდას შეუძლია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლს ირგებენ და გლობალური პრობლემების გადაჭრას ცდილობენ.

„მოდელირების ფარგლებში მონაწილეები სწავლობენ დიპლომატიის საფუძვლებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს და იუმჯობესებენ მოლაპარაკების, კომპრომისის პოვნის და კოლექტიური გადაწყვეტილებების შემუშავების უნარებს.

რაც შეეხება მონაწილის საჭირო უნარებს, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, ასევე ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობისა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების შესახებ. მოდელირებაში მონაწილეობის მიღება კი შესაძლებელია მხოლოდ აპლიკანტის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის (რაიონული ცენტრის) შესაბამისად.

პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 8 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება, სარეგისტრაციო ფორმის შევსება და დამატებითი ინფორმაციის ნახვა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები