ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა და Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge ახლახანს განთავსდა.
ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 458 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 3 ადამიანი გარდაიცვალა.