ძიუდოში 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძის და EJU-ს პრეზიდენტ ლასლო ტოტის შეხვედრაზე დადასტურდა.
„გადაწყვეტილება მიღებულია - თბილისში გამართული 2026 წლის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოს ევროპის კავშირმა (EJU) საქართველოს კიდევ ერთი დიდი ტურნირის ორგანიზების ჩატარების საშუალება მისცა
შალვა გოგოლაძის და ლასლო ტოტის შეხვედრაზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ 2027 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს“, - აღნიშნულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, თბილისი 2029 წელს ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.