23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი 1995 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით იმ მიზნით დაარსდა, რომ წიგნი უპირველესია განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების, ასევე ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.
იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) 31 წლის წინ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობაც.
რატომ 23 აპრილი - აღნიშნული თარიღის დაარსება რამდენიმე მოვლენას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის (1547-1616 წწ.) გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან წიგნებს იღებდნენ. ეს ჟესტი, ქალების მხრიდან იყო შეხსენება, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. მოგვიანებით, 23 აპრილის მოვლენებს შექსპირის (1564-1616 წწ.) დაბადების და გარდაცვალების თარიღიც დაემატა, 23 აპრილს, ასევე გარდაიცვალა პერუელი მწერალი ინკა გარსილასო დე ლა ვეგა (1539-1616 წწ.).
მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, წიგნიერების წახალისების მიზნით, 23 აპრილს წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. წიგნის ჩუქების ტრადიციაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნული წეს-ჩვეულება ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდა.