სპორტი
23.04.2026 16:50
გორელი პარასპორტსმენები ბოულინგის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ
გორელი პარასპორტსმენები ბოულინგის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.

პირველობა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ჩატარდა და აღსანიშნავია, რომ გორის გუნდმა თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასი მეორედ მოიპოვა. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილს, შესაბამისად, ქუთაისის და დმანისის გუნდები გავიდნენ

აქტივობაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირები მონაწილეობდენენ.

ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.

„პროექტის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია, „სოკარი“, და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. „აჭარაბეთი“ კი ინიციატივის გენერალური სპონსორია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები