საზოგადოება
23.04.2026 14:49
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის მოსახლეობის შესახებ იფორმაციას აქვეყნებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღწერის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881 004 კაცი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში და შეადგენს 54 პროცენტს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49 პროცენტს.
კვირის ამბები