საზოგადოება
23.04.2026 14:37
სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
გორში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე, მავნებლების და კლიმატური ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, ხეების კირით შეთეთრება და სხვლა-ფორმირება ხორციელდება.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში ითიბება ბალახი, სარეველა მცენარეების წინააღმდეგ მიმდინარეობს ტერიტორიების დამუშავება. ნარგავების შემობარვასთან ერთად, ხდება სასუქის დაყრაც.
კვირის ამბები