საზოგადოება
23.04.2026 14:20
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობაზე, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. მონაწილეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მიხეილ ფავლენიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირის ამბები