საზოგადოება
23.04.2026 12:52
„კატასტროფების რისკის ინკლუზიური მართვა და შემცირება“ - გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართეს.

პროგრამის - „კატასტროფების რისკის ინკლუზიური მართვა და შემცირება“ ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება, დაგეგმონ პრევენციული და რეაგირების ნაბიჯები, ასევე კრიზისულ ვითარებაში იმოქმედონ დამოუკიდებლად და დაამყარონ ეფექტიანი კავშირი ადგილობრივ სერვისებთან.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროგრამის მიზანია სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების და მათი პერსონალური ასისტენტების ინფორმირებულობის გაზრდა, ბენეფიციარებისთვის მზადყოფნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება კატასტროფების რისკების მართვასა და შემცირებაში.

გორში შეხვედრა პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, ფარგლებში გაიმართა.
კვირის ამბები