სპორტი
23.04.2026 12:34
გორის „დილა“ - ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა
გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა

ერონული ლიგის 2026 წლის სეზონის მერვე ტურის შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. ბათუმელების კარში თერთმეტმეტრიანი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა.
მიღწეული გამარჯვებით გორის გუნდი სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეორე პოზიციაზეა.

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „დილა“ „სპაერს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება და თბილისში (მიხეილ მესხი 2) ჩატარდება.
კვირის ამბები